Teona Hair Stylist
ლავიწამდე ბრონდე-ბალაიაჟი, რბილი ტალღები შუქზე ბრწყინავს

ბენსონჰერსტი, ბრუკლინი

თმის ტრანსფორმაცია ბენსონჰერსტში

მე ვარ თეონა. ვღებავ, ვასწორებ და ვჭრი ისე, რომ ახალი ფერი შენს თმაზე გაზრდილს ჰგავდეს — და არა ინტერნეტის სურათიდან გადმოღებულს

რას ვაკეთებ

ჩემი კვირის უმეტესობა ფერია — ბალაიაჟიდან რთულ კორექციამდე. პლუს კერატინი და ნანოპლასტიკა, შეჭრა ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც

ხელით შესრულებული ქერა ბალაიაჟი შუა სიგრძის თმაზე, რბილი ტალღები, გვერდიდან

ბალაიაჟი

ხელით დახატული ფერი, რომელიც რბილად იზრდება — ზოლებისა და მკვეთრი საზღვრის გარეშე

მუქი წაბლისფერი თმა გამასწორებელი პროცედურის შემდეგ — იდეალურად სწორი და მბზინავი, ზურგიდან

კერატინი და ნანოპლასტიკა

კერატინი, ბოტოქსი ან ნანოპლასტიკა — შენი თმის მდგომარეობის მიხედვით და არა „ერთი წამალი ყველაფრისთვის"

ღია ქერა ფერი გრძელ თმაზე, თავისუფალი ტალღებით, ზურგიდან

თმის შეღებვა

ერთ ტონში შეღებვა, ძირების შესწორება და ტონირება — ფერი, რომელსაც დაუჯერებ

წვრილი მელირება გრძელ ბრონდე თმაზე, რბილი ტალღები, ზურგიდან

მელირება

მელირება შენი გაყოფისა და სახის მიხედვით — და არა სქემით

მოკლე შრეებიანი შეჭრა, ჭაღარა სრულად დაფარულია თბილი ქერით, ზურგიდან

ჭაღარას დაფარვა

ჭაღარა დაფარულია ისე, რომ თმა მოძრაობს და ბრწყინავს — და არა ერთ ბრტყელ ლაქად დგას

თანაბარი სპილენძისფერი ტონი მხრებამდე სწორ ჭრილზე ფერის კორექციის შემდეგ, ზურგიდან

ფერის კორექცია

ზოლები, ყუთის საღებავი, სტაფილოსფერი ნაცვლად ქერასი — გულწრფელი შეფასება და ეტაპობრივი გასწორება

გრძელი მუქი თმა სახესთან შრეებით, კლიენტი კამერისკენ, სალონში

თმის შეჭრა

შეჭრა იმის მიხედვით, როგორ დევს თმა თავისით — რომ მესამე დღესაც მუშაობდეს

გრძელი მუქი თმა გამოვარცხნილი ტალღებით, ზურგიდან

ფენი და ვარცხნილობები

ფენი და საღამოს ვარცხნილობები, რომლებიც ზეიმის ბოლომდე ცოცხლობენ

მამაკაცის შეჭრა სუფთა გადასვლით კეფაზე, ზურგიდან

მამაკაცის შეჭრა

შეჭრა, წვერი, წარბები და ჭაღარას ჩუმი ტონირება — გამოხვალ ისევ შენ, უბრალოდ მოწესრიგებული

ვერ ხვდები, რომელი სჭირდება შენს თმას?

მაინც ჩაეწერე და მიწერე „არ ვიცი" — ერთად გადაწყვეტა ვიზიტის ნაწილია

ჩაწერა
თეონა: შრეებად შეჭრილი კარამელისფერ-ქერა თმა რბილად დახვეული ვარცხნილობით, შავი ტოპი მუქი წითელი კედლის ფონზე

ვინ დგას სავარძლის უკან

თმასთან მუშაობა საქართველოში ვისწავლე — იქ, სადაც ოსტატს რეკლამით კი არა, მეგობრების თმით პოულობენ. ეს მოთმინების სკოლა ნიუ-იორკში ჩამოვიტანე: მირჩევნია ათი ზედმეტი წუთი დავხარჯო ფერის დაგეგმვაზე, ვიდრე დაგპირდე იმას, რასაც შენი თმა ვერ გაუძლებს. ჩემი სავარძელი ბენსონჰერსტში, 65-ე ქუჩაზეა

მეტი ჩემ შესახებ

ჩემი ინსტაგრამიდან

@teonahairstylist

გამომყევი ინსტაგრამზე
გრძელი მუქი თმა პრიალა, გადავარცხნილ ტალღებად დაწყობილი, ზურგიდანგრძელი მუქი წაბლისფერი თმა ხელით დახატული კარამელის ბალაიაჟით, თავისუფალი ტალღები, ზურგიდანვარდისფერ-ოქროსფერი ტონი სწორ, მხრებამდე თმაზე, გადაღებული გარეთ დღის შუქზეგრძელი მუქი თმა სახესთან თავმოყრილი ღია მელირებით, ფონზე სადღესასწაულო დეკორიელეგანტური მუქი აწეული ვარცხნილობა გლუვი გვერდებით, პროფილშიხასხასა სპილენძისფერი მჭიდრო ბუნებრივ კულულებზეკლიენტი სალონის სავარძელში, სახეს გრძელი ქერა ბალაიაჟის ტალღები ევლებასაზეიმო ვარცხნილობა მარგალიტის სამკაულით, სახესთან რბილი კულულებია დატოვებული

სად მიპოვი

65-ე ქუჩა, ბენსონჰერსტი — მარშრუტი ერთ შეხებაზეა

კონტაქტი და მარშრუტი

2475 65th St, Brooklyn, NY 11204

ორი წუთი Bay Parkway-ის სადგურიდან (N მატარებელი) — კუთხეში B6 და B8 ავტობუსები ჩერდება

მარშრუტის აგება

მოდი, შენი ფერი დავგეგმოთ

მომწერე, რა გინდა და როდის გაწყობს — დროს ტექსტით დაგიდასტურებ

ჩაწერა
ჩაწერადარეკვა